|
2025-03-24 14:06:05, 455 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - აშშ და რუსეთი შავი ზღვის ინიციატივაზე ილაპარაკებენ
საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც პესკოვი ამბობს, მხარეები შეხვედრაზე ე.წ. შავი ზღვის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც შავ ზღვაში სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილებას გულისხმობს. პრესსპიკერის თქმით, პუტინს დაუყონებლივ შეატყობინებენ ერ-რიადში მოლაპარაკებების შედეგებს. გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს არ გაუუქმებია ბრძანება შეწყდეს იერიშები ენერგეტიკის ობიექტებზე. პესკოვის აზრით, შეთანხმებას უკრაინის შეიარაღებული ძალები არღვევს. "აშშ-ს ეძლევა შესაძლებლობა თვალი ადევნოს ენერგოსტრუქტურაზე ცეცხლის არ მიტანის შეთანხმების დარღვევას და თავად გააკეთოს დასკვნები". – თქვა პესკოვმა. რუსეთისა და აშშ-ს ბოლო შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშები შეწყდება, თუმცა განცხადებიდან ერთ დღეში რუსეთმა იერიშის მიიტანა უკრაინის რკინიგზის ელექტრო სადგურზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)