|
2025-03-24 11:50:11, 523 ნახვა
მსოფლიო
ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები დაიწყო
ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოლაპარაკებები კვლავ სასტუმრო Ritz-Carlton-ში იმართება. რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს სასტუმროს ტერიტორია დაატოვებინა. ექსპერტების დონეზე რუსულ-ამერიკულ კონსულტაციებში რუსეთის დელეგაციას წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა. მანამდე, ერთი დღით ადრე ერ-რიადში ამერიკულ-უკრაინული კონსულტაციები გაიმართა. უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა. უმეროვმა მოლაპარაკებები კონსტრუქციულად და შინაარსიანად შეაფასა. მისი თქმით, ძირითადად განიხილეს ენერგეტიკულ სფეროში საკვანძო საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)