|
2025-03-24 09:10:35, 459 ნახვა
მსოფლიო
კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელიც 28 აპრილს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მარკ კარნის თქმით, მას სჭირდება ძლიერი მანდატი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომელიც კანადას აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან ემუქრება. „პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ მისი მუქარის გამო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვართ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო კანადის აშენება. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ კანადა არ არის რეალური ქვეყანა. მას სურს ჩვენი გატეხა, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მარკ კარნიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)