|
2025-03-23 14:00:54, 705 ნახვა
მსოფლიო
პიტერ სიიარტო - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროგრესი ვერ იქნება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მანამდე დაბლოკავს, სანამ უკრაინის ტრანსკარპათიის ოლქში მცხოვრებ უნგრელებს 2015 წელს ჩამორთმეული უფლებები არ დაუბრუნდებათ. ამის შესახებ სიიარტომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბეატე მაინლ-რაისინგერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ბეატე მაინლ-რაისინგერთან ტრანსკარპათიაში უნგრელების უფლებების შესახებ. დაპირებების მიუხედავად, უკრაინას ჯერ კიდევ არ აღუდგენია უნგრელი უმცირესობის 2015 წელს წართმეული უფლებები. სანამ ეს არ შეიცვლება, ვერ იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს სიიარტო. მისი მტკიცებით, კიევის პოლიტიკა უმცირესობებთან დაკავშირებით მიუღებელია და აშკარად ეწინააღმდეგება საერთო ევროპულ წესებსა და პრინციპებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)