04:52 - 23 May, 2026
|
2025-03-23 10:57:01, 667 ნახვა
მსოფლიო
ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმას ჰამასის ლიდერი ემსხვერპლა
ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა. ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა. ადგილობრივების თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშს პოლიტიკური ოფისის წევრი, სალაჰ ალ-ბარდაველი და მისი ცოლი ემსხვერპლნენ. შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე დარტყმები სამშაბათს განაახლა და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების ჩაშლაში დაადანაშაულა. „ჰამასმა“ ისრაელის ბრალდებები უარყო და, თავის მხრივ, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელსაც მხარეებმა კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ის შუამავლობით მოაწერეს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)