|
2025-03-23 10:24:10, 663 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს „X-ის“ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ
თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა „იქსზე“ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა მას შემდეგ შეეზღუდათ, რაც სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს და ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. „ანგარიშების უმრავლესობა უნივერსიტეტთან ასოცირებული აქტივისტების ანგარიშებია, რომლებიც ძირითადად აზიარებდნენ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას, ადგილს და დროს სტუდენტებისთვის“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ უილსონის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის კოორდინატორმა და ანალიტიკოსმა, იუსუფ ჯანმა. ჯანის თქმით, ეს ანგარიშები ძირითადად ეკუთვნით აქტივისტებს, რომელთა გამომწერების რაოდენობა ათი ათასის ფარგლებშია. როგორც „პოლიტიკო“ წერს, აქტივისტმა ომერ ფარუკ ასლანმა შექმნა მეორე ანგარიში ცენზურის თავიდან ასაცილებლად. „გუშინ ჩემი ანგარიში დაიბლოკა სასამართლოს ბრძანებით, რადგან ტვიტებმა ექვს მილიონ ნახვას გადააჭარბა“, – აღნიშნა ომერ ფარუკ ასლანმა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღმოაჩინა 326 ანგარიში, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა, სავარაუდოდ, კანონიერია, რადგან თურქული კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ქმედებებს, თუ მთავრობა მოითხოვს ამას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)