|
2025-03-22 17:19:28, 818 ნახვა
მსოფლიო
გასულ ღამეს, თურქეთის საპროტესტო აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს
გასული ღამის განმავლობაში თურქეთში საპროტესტო აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „გუშინ საღამოს სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიაში, ჩანაქკალეში, ესქიშეჰირში, კონიასა და ედირნეში სტამბოლის მთავარი პროკურატურის გამოძიების ფარგლებში 343 ეჭვმიტანილი დააკავეს“, - წერს ალი იერლიკაია X-ზე. მისი თქმით, დაკავებები „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ თავიდან ასაცილებლად განხორციელდა. შეგახსენებთ, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში უკვე სამი დღეა მიმდინარეობს. „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მხარდამჭერებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)