04:19 - 23 May, 2026
|
2025-03-22 16:54:16, 536 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმები დღეს დილით „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებზე პასუხს წარმოადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ქალაქ მეთულას მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს. ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო და განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)