|
2025-03-22 15:27:19, 566 ნახვა
მსოფლიო
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით მინიმუმ 5 რაკეტა გაისროლეს
22 მარტს დილით ლიბანიდან ისრაელის ქალაქ მეტულას მიმართულებით მინიმუმ ხუთი რაკეტა იქნა გასროლილი, რაც ჩრდილოეთ საზღვარზე პირველი რაკეტული თავდასხმაა დეკემბრის შემდეგ. ჯერჯერობით ლიბანში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას პასუხისმგებლობა არ აუღია. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საჰაერო დაცვამ ხუთიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო, ხოლო ორი რაკეტა, სავარაუდოდ, ლიბანის ტერიტორიაზე ჩავარდა. IDF-მა, გავრცელებული ინფორმაციით, საპასუხოდ სამხრეთ ლიბანში არსებულ სამიზნეებზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა. ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ სამხრეთ ლიბანის აღმოსავლეთით, ხოლო სახმელეთო ჯარებმა ჰამამესის ბორცვებზე სამიზნეებს ცეცხლი გაუხსნეს. "ლიბანის სახელმწიფო პასუხისმგებელია [ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმების დაცვაზე" - აღნიშნულია IDF-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)