|
2025-03-22 11:06:11, 541 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისისა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გარდა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ყოფილ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ლიზ ჩეინის შეუჩერა. „ყველა აღმასრულებელი დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელს ვავალებ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დამატებითი ქმედება განახორციელონ და აღნიშნულ პირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერონ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გასულ თვეში ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)