20:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 10:39:09, 532 ნახვა

პოლიტიკა
პროტესტის 115-ე დღეს აქციების განრიგი ცნობილია

პროტესტის 115-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით, კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

კერძოდ, 22 მარტის 19:00 საათზე, პროტესტი გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“;

20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან;

20:00 საათზე, ჩატარდება „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარში. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება.

რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!

ახალციხეში - 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „სამშობლოს სამსახურში!“.

ზუგდიდში - 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ „ბრძოლა გამარჯვებამდე!“.

თელავში - 19:00 საათზე, მერიის წინ.

ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ, ლოზუნგით - „კი ევროპას, არა რუსეთს!“.

ჩხოროწყუში - 20:00 საათზე, მერიის წინ, აქცია - „გაბედე პროტესტი“ ყოველდღე!

შეგახსენებთ, საქართველოში უწყვეტი პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics