|
2016-03-12 10:26:26, 515 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც “ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კომპანიამ ,,მესხეთის მეფრინველეობა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 230 ათასი ლარის ოდენობის სესხი აიღო და სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოაწყო. ფერმაში 12 000 ფრთა ქათამი ჰყავთ და ყოველდღიურად 8 ათასი ცალი კვერცხი იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 11 ადგილობრივია დასაქმებული. ახლო მომავალში კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს. მათივე ინფორმაციით, შპს ,,მესხეთის მეფრინველეობამ“ ფერმის შექმნისთვის ჯამში 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ,,მნიშვნელოვანია ანალოგიური საწარმოები ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონებში ასეთი საწარმოების შექმნის სტიმულირებისთვის და მეფრინველეობის დარგის ხელშეწყობისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული რესურსების დახმარებით, ყველა სოფელში არის პოტენციალი წარმოება განვითარდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. მეფრინველეობის ფერმა მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცემულია 1,577 სესხი ჯამური თანხით 26,982,600 ლარი და 59 სესხი - 4,310,780 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში რეგიონში 7 ახალი საწარმო გაიხსნა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)