|
2025-03-21 18:14:07, 414 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ამ რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს
ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის ერთხაზოვანი დირექტივა, რომელსაც ისინი გარედან იღებენ ხოლმე, არ აქვთ მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მერყეობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არც საკუთარ ამომრჩეველში არიან დარწმუნებული. „ფაქტობრივად, ამ რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, რადგან იმ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ პარტიებს იმისთვის მისცეს ხმა, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, გაეჟღერებინათ თავისი ამომრჩევლის ინტერესები, იდეები და ემუშავათ. ამ შემთხვევაში მათ ერთი ხელის მოსმით გვერდით გადადეს ქართველი ხალხი და ხალხის ის ნაწილი, რომელიც მათი ამომრჩეველია და პირდაპირ უცხო გავლენებზე გააკეთეს არჩევანი, ვისგანაც ფინანსდებიან. ასევე არავის გაგვიკვირდება თუ ეს რადიკალი ოპოზიციონერები როგორც თავიანთი პარტიების შიგნით, ასევე პარტიებს შორისაც ვერ იტანენ ერთმანეთს, გატანაც არ აქვთ ერთმანეთის. თუ დროებით იყვნენ შეკოწიწებული და გაერთიანებულები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ არ აერთიანებდათ არანაირი იდეოლოგიური კავშირი. მათი ერთადერთი გამაერთიანებელი შინაარსობრივად “ნაცური” იდეოლოგიაა, რომელსაც სამწუხაროდ, გარედან ყველაზე შავ-ბნელი ძალები კურირებენ”, - განაცხადა წილოსანმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)