|
2025-03-21 17:47:31, 400 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს
რუსეთმა წუხელ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს. „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს“, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ოდესაზე, დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმები განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)