|
2025-03-21 09:21:55, 373 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მთელი დღის განმავლობაში დაიკეტება
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი დღეს მთელი დღის განმავლობაში არ იმუშავებს ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში მომხდარი ხანძრის გამო, რომელიც მას ელექტროენერგიას აწვდის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხანძრის გამო აეროპორტში ელექტროენერგია გაითიშა. „ჩვენი მგზავრებისა და კოლეგების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჰითროუ დაკეტილი იქნება 21 მარტის 23:59 საათამდე. მგზავრებს ვურჩევთ, არ გაემგზავრონ აეროპორტში და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ლონდონის დასავლეთში, ჰეისში მდებარე ქვესადგურზე გაჩენილმა ხანძარმა ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და მიმდებარე ტერიტორიებიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ლონდონის სახანძრო ბრიგადის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ათი სახანძრო მანქანა და 70-მდე მეხანძრე გაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)