04:52 - 23 May, 2026
|
2025-03-21 09:20:39, 369 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ. „ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც. „როგორც იცით, გუშინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)