|
2025-03-20 17:58:05, 913 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე. გარდა ამისა, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ უცხოელებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებიც რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის) ჩამოვიდნენ განკარგულების ძალაში შესვლამდე 90 დღეზე მეტი ვადით და სამუშაოდ, 2025 წლის 10 ივლისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება აივ-ინფექციასა და ნარკოტიკის მოხმარებაზე. დოკუმენტის თანახმად, განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)