20:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 17:52:29, 687 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და სომხეთ-საქართველოს მატჩს მასთან ერთად დაესწრება

,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. 

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობას. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. 

პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე, გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics