|
2025-03-20 14:59:45, 716 ნახვა
პოლიტიკა
ელგუჯა ბაგრატიონი - ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა
ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში შეყოვნება რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დღეს დილით დატოვა და ამსტერდამში იმყოფება. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში 18-19 მარტის ვიზიტთან დაკავშირებით, იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, ბათუმის სასწაულის შექმნასთან დაკავშირებით, ქალაქ ატირაუს განვითარებაში დახმარება და კონსულტაციები რომ გაეწია. ამიტომ ის 18 მარტს ქალაქ ატირაუში ჩაფრინდა, 14:20 წუთზე, სადაც მესაზღვრეების მიერ იქნა გაჩერებული. მას განუმარტეს, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, რუსეთის მიერ. გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, გამოკითხვა. ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო, რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება“, - განაცხადა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, 19 მარტს უკვე ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ დაკავების არანაირი არგუმენტები არ არსებობდა. „იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა განყოფილებიდან. დღეს დილით ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა. იგი ამსტერდამში იმყოფება. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლევან ვარშალომიძეს”,- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)