|
2025-03-20 12:23:54, 678 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული
გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული - სწორედ ეს შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. უმრავლესობის დეპუტატი ფიქრობს, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და „ამას წინ არაფერი დაუდგება". „თქვენ იცით, ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისათვის. იმ ნეგატიურ ფონს, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იყო შექმნილი, თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა. დღეს ეს კონკრეტული მიზეზები მოხსნილია. ახალი ადმინისტრაცია ბევრ საკითხში, როგორც იდეოლოგიური კუთხით, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, იდენტურ პოზიციებს გამოხატავს, ამიტომ ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული. ჩვენ სწორედ ეს შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო რეალურია. ვფიქრობ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და ამას წინ არაფერი დაუდგება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)