04:52 - 23 May, 2026
|
2025-03-20 12:08:51, 850 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მათ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ
რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Breitbart News-თან ინტერვიუში განაცხადა. „მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვთ, ჩინეთზე უფრო დიდი. მათ 11 სასაათო სარტყელი აქვთ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ. ახლა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ვაფორმებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ფულს უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანს არ წარმოადგენს, აშშ-ს მიერ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ, შესაძლოა, რუსეთის ჩინეთთან დაშორება გამოიწვიოს. „შეიძლება ეს ამის შედეგი იყოს. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)