15:01 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 10:12:16, 1376 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი შესაძლო ზავზე - ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.

„ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. ვგრძნობ ამას, ჩვენ ეს გვესმის. ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ უკრაინას ამ საკითხებში, მაგრამ ეს ძალიან გაგვიჭირდება. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად იურიდიულად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, არიან ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ საკონტაქტო ხაზით არიან გაყოფილი. თუ ზოგ ადგილას ამ ხაზს დატოვებთ, თქვენ უბრალოდ დატოვებთ ქალაქებს სიცოცხლის გარეშე. ნახევარ ქალაქში არავინ დაბრუნდება და თუ ეს დიდ ქალაქებს დაემართება, მაშინ ეს იქნება ბერლინი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.

„გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: „გვინდა ბერლინი?“ „გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი?“ ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს ვარიანტი არ არის. ბერლინის კედელი არ არის ვარიანტი, ამიტომ ჩვენ შევეცდებით ამ საკითხის მართვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics