|
2025-03-19 18:24:00, 683 ნახვა
მსოფლიო
სერბეთის მთავრობა გადადგა
სერბეთის მთავრობა გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, სერბეთის პარლამენტმა მისი მთავრობის გადადგომას ოფიციალურად 19 მარტს დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რამდენიმე კვირაა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, თუ პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება მომდევნო 30 დღის მანძილზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივნისში ჩაინიშნება. სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)