|
2025-03-19 17:17:31, 662 ნახვა
მსოფლიო
Tesla-ს ცენტრს იარაღითა და მოლოტოვის კოქტეილებით ერთი პირი თავს დაესხა
ლას ვეგასში, Tesla-ს ცენტრს იარაღითა და მოლოტოვის კოქტეილებით ერთი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელმა Tesla-ს მანქანებს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა ხუთი მანქანა, მათგან ორი დაიწვა. ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის მიხედვით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. "ეს იყო გამიზნული თავდასხმა Tesla-ს დაწესებულებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იზოლირებული შემთხვევაა და არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისთვის დამატებითი საფრთხე არსებობს" – ამბობს შერიფის ასისტენტი. თავდამსხმელმა Tesla-ს ცენტრის კარებზე წითლად დაწერა "RESIST" (გაუწიე წინააღმდეგობა). ბოლო პერიოდში, ილონ მასკის წინააღმდეგ აქტიურად იმართება ე.წ. Tesla Takedown სახელით ცნობილი პროტესტები. მასკი მონაწილეობს ფედერალური სამუშაო ძალის მასშტაბურ შემცირებაში, რომელიც ტრამპის ბრძანებით ხორციელდება, ასევე კონტრაქტების გაუქმებაში, რომლებიც ჰუმანიტარულ პროგრამებს აფინანსებს მთელ მსოფლიოში. ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს. "ისინი დიდ ამერიკულ კომპანიას ავნებენ" – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში, პროტესტანტებზე საუბრისას. მის გვერდით იდგა ილონ მასკი, ხოლო, თეთრი სახლის რეზიდენციასა და გაზონებს შორის, რიგში ჩალაგებული იყო რამდენიმე Tesla-ს (TSLA.O) ავტომობილი. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰარისონ ფილდსმა აღნიშნა, რომ "რადიკალი მემარცხენე აქტივისტების მხრიდან Tesla-ს წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი ძალადობრივი ქმედებები არაფრით განსხვავდება შინაური ტერორიზმისგან".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)