|
2025-03-19 14:54:54, 758 ნახვა
ეკონომიკა
Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება „საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება“ გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და ქალი მეწარმეების გაძლიერებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად, მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 20 მარტს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში EU4Innovation East-ს წარმომადგენელი ნატო ჩაკვეტაძის ვორქშოფი ჩატარდება. ვორქშოფზე ნატო საკუთარ გამოცდილებაზე დაყდრნობით სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ისაუბრებს, მათ შორის: როდის და საიდან დაიწყო საქართველოს სტარტაპ გარემოს განვითარება, რა გამოწვევები და შესაძლებლობები ახლდა თან, როგორ შეუძლიათ დამწყებ მეწარმეებს გლობალურ ბაზარზე გასვლა. ამასთანავე, რა პროცესის გავლაა საჭირო, იმისათვის რომ თქვენი სტარტაპი საერთაშორისო მასშტაბით განვითარდეს და სხვა. შეხვედრა ინტერაქციულია და დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ჩაერთონ დისკუსიაში და სპიკერთან ერთად განიხილონ სხვადასხვა საკითხი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)