|
2025-03-18 17:45:03, 605 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი ტელეფონით დონალდ ტრამპს ესაუბრა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. „პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შესახებ აცნობა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა. ასევე, პრესსპიკერის განცხადებით, მხარეებმა აშშ-ს მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშებიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)