21:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 17:13:58, 439 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ააქტიურებენ

საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი კამპანია აქტიურდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ არჩევნები რეალურ შედეგს არ ასახავს და კონკრეტული ადამიანები შედეგებს საკუთარი სურვილის შესაბამისად წერენ, – ამის შესახებ ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ცესკო-ს განცხადებით, აღნიშნული ტიპის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს საარჩევნო საკითხების შესახებ ბრალდების ავტორთა ცოდნის ნაკლებობაზე.

„საარჩევნო საკითხებში და პროცედურებში გარკვეული ადამიანი, რომელიც იცნობს პროცესის მიმდინარეობას ასეთ აბსურდულ განცხადებას უბრალოდ ვერ გააკეთებს.

ამასთან, დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტები თავს ესხმიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს, ისე ზოგადად მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას და ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესებს ატარებს. მათი მოსაზრებები არ ემყარება ფაქტებს და მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილის წარმოდგენებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ სრულად ინფორმირებული საარჩევნო პროცესის დეტალების შესახებ.

სინამდვილეში კი, როგორც ეუთო/ოდირის ანგარიშით, ისე პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, მათ შორის, ტექნოლოგიების უპრეცედენტოდ წარმატებული ინტეგრირებით საარჩევნო პროცესში.

დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული არაკომპეტენტური და მიზანმიმართული დისკრედიტაციული საჯარო განცხადებების საფუძველზე ადვილია დავასკვნათ, რომ მათი მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული შემადგენლობის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება, გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება საკუთარი გაცხადებული პოლიტიკის ერთგული და ამომრჩეველს ყოველთვის მიაწვდის ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics