06:08 - 23 May, 2026
|
2025-03-18 16:09:46, 634 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს
გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს. სააგენტოს წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის სავალდებულო პირობად იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა. ამავდროულად, როგორც ინკოგნიტო ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა დაეთანხმება რუსეთის მოთხოვნას, რომ მოკავშირეებმა დაბლოკონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ცეცხლის შეწყვეტის“ დროს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას ეთანხმება, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ პირობას აყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)