|
2025-03-18 14:32:08, 628 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის შვილებს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის შვილებს – ჰანტერ და ეშლი ბაიდენებს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. „ჰანტერ ბაიდენი სარგებლობდა საიდუმლო სამსახურის დაცვით დიდი ხნის განმავლობაში, ყველაფერი გადახდილი იყო შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელების მიერ. ამისთვის სულ 18 ადამიანი იყო, რაც სასაცილოა! ის ამჟამად ისვენებს სამხრეთ აფრიკაში, სადაც ადამიანთა უფლებები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის გამო სამხრეთ აფრიკა ამოღებულია ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური დახმარების მიმღები ქვეყნების სიიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ამ მომენტიდან ჰანტერ ბაიდენი აღარ მიიღებს საიდუმლო სამსახურის დაცვას. ასევე, სიიდან მოხდება ეშლი ბაიდენის ამოღება, რომელსაც 13 აგენტი ჰყავს“, – წერს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)