|
2025-03-18 14:30:35, 522 ნახვა
მსოფლიო
ბალტიისპირეთი და პოლონეთ ოტავას კონვენციის დატოვებას გეგმავენ
ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი ოტავას კონვენციიდან გასვლას გეგმავენ, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს. ოთხივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 18 მარტს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი კონვენციიდან გამოსვლას ერთსულოვნად მხარს უჭერენ. "ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი ქვეყნები საკუთარი ტერიტორიებისა და თავისუფლების დასაცავად ყველა აუცილებელი ზომის მიღებად მზად არიან" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია ქვეყნების პარლამენტებს. მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ოტავას კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო რუსეთსა და ბელარუსის მოსაზღვრე NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის სამხედრო საფრთხეები საგრძნობლად გაიზარდა. "ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ – ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ოტავას კონვენციიდან გამოსვლას" – განაცხადეს მინისტრებმა. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლისა, მათი ქვეყნები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთგულნი დარჩებიან, მათ შორის, დაიცავენ სამოქალაქო პირებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს. აღსანიშნავია, რომ ოტავას კონვენციას ევროკავშირის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ჩინეთი, რუსეთი, აშშ, ინდოეთი და პაკისტანი მას არ შეუერთდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)