|
2025-03-18 14:24:57, 636 ნახვა
მსოფლიო
მესამე დღეა აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
უკვე მესამე დღეა, რაც აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო რაიონებში მათი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანში ამ ბრალდებებს კვლავ უარყოფენ. 18 მარტის დილას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ 17 მარტის 22:15-დან 18 მარტის 00:20-მდე სომხეთის შეიარაღებული ძალები ეღეგნაძორის, სისიანისა და ჭამბარაკის რაიონებიდან მათ პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ. ეღეგნაძორის რაიონი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ესაზღვრება. სომხეთმა განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. ამის შემდეგ, შუა დღისთვის აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ბრალდება გაავრცელა. ამჯერად ნათქვამი იყო, რომ დაახლოებით 08:55-ზე სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ცეცხლი ვარდენისის რაიონიდან გაუხსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ განცხადებასაც სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ბაქოსგან არანაირი დამადასტურებელი საბუთები არ მიუღიათ. გასულ ორ დღეში, 16-17 მარტს აზერბაიჯანმა სომხეთი სასაზღვრო რაიონებში ცეცხლის გახსნაში ხუთჯერ დაადანაშაულა. ხუთივეჯერ ერევანმა ცნობებს დეზინფორმაცია უწოდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებები გავრცელდა მაშინ, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიუახლოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)