|
2025-03-18 14:11:35, 523 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინი და ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების განიხილავენ
პუტინი და ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გარკვეული დისკუსიები ნამდვილად შედგა. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა, მოლაპარაკებები სტამბოლშიც გაიმართა და ადრე პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარიც იყო. მაგრამ სხვა უამრავი შეკითხვა არსებობს, მათ შორის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ. ეს ყველაფერი პრეზიდენტებმა უნდა განიხილონ“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე დროის შუალედში (თბილისის დროით 17:00-19:00 საათი) გაიმართება. „ეს ნამდვილად მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება. ლიდერები იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)