|
2025-03-18 09:18:53, 560 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს - დაღუპულია 200-მდე პალესტინელი
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში „ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ სამიზნეებზე "ფართო საჰაერო დარტყმებს" ახორციელებენ, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. ღაზას „ჰამასის“ მიერ მართულმა სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს პრესსპიკერმა, გამოცემას განუცხადა, რომ საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 200-მდე პალესტინელი დაიღუპა, ეს ღაზაში ავიაიერიშების ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. დროებითი ზავის პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, რის შემდეგაც მომლაპარაკებლები მისი გაგრძელების გზის პოვნას ცდილობდნენ. შეერთებულმა შტატებმა მხარეებს პირველი ეტაპის აპრილის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ღაზაში დაკავებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების შემდგომი გაცვლა უნდა მომხდარიყო. პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ვერ შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე წარდგენილი შეთანხმების ძირითად ასპექტებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)