|
2025-03-17 20:25:29, 701 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან
ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „არავინ მოტყუვდეს! „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული ასობით თავდასხმა, იემენში დაფუძნებული ბოროტი განგსტერებისა და ავაზაკების მიერ, რომლებსაც იემენელი ხალხი სძულთ, ირანიდან მოდის და ირანში იქმნება. „ჰუსიტების“ ნებისმიერ შემდგომ თავდასხმასა და საპასუხო ნაბიჯს დიდი ძალა შეხვდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ძალა იქ გაჩერდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. მისი თქმით, „ირანი „უდანაშაულო მსხვერპლის“ როლს თამაშობს, თითქოს „ჰუსიტებზე“ კონტროლი დაკარგეს, მაგრამ მათ კონტროლი არ დაუკარგავთ“. „ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის იარაღიდან და ხელმძღვანელობისგან და პასუხისმგებელი ირანი იქნება, პასუხს აგებს და შედეგები საშინელი იქნება“, - წერს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)