|
2025-03-17 16:51:44, 484 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა. აღნიშნულ თანხას უკრაინა გრანტებისა და სესხების სახით ევროკავშირის „უკრაინის ფონდიდან“ მიიღებს. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, აღნიშნული მექანიზმის მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა. მესამე ტრანშის გათვალისწინებით, ბოლო ერთ წელში აღნიშნული ფონდიდან გამოყოფილი დახმარების საერთო რაოდენობა 20 მილიარდ ევროს მიაღწევს. საბჭოს განცხადებით, დღეს საბჭომ დაასკვნა, რომ უკრაინამ მესამე ტრანშის მისაღებად დააკმაყოფილა ყველა აუცილებელი პირობა, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის გეგმაში. ასევე, ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, უკრაინამ აჩვენა, რომ მან გადადგა 13 ნაბიჯი, მათ შორის განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდასთან, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებასთან, სოფლის მეურნეობის სტრატეგიის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული და კრიტიკული ნედლეულის სიის შემუშავების გაგრძელებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)