|
2016-03-11 17:13:40, 574 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელი ჭილაძისა და პეკინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგსა და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მერიის ინფორმაციით, გამგებელი მოადგილეებთან ერთად, დღეს ო. ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ამ მისამართზე გზის კაპიტალური კეთილმოწყობა მიმდინარეობს. შემსრულებელმა კომპანიამ უკვე დაასრულა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და ამჟამად გრუნტის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ასფალტი 4100 მ2 ფართობზე დაიგება, ტროტუარებზე ასასვლელი კი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განუცხადა, რომ პროექტები ხელშეკრულებით დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და შეფერხებები ამ ეტაპზე არ არის. „ჩვენ გასულ წელს დავგეგმეთ, რომ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების რამდენიმე მკვეთი ქუჩა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო მოგვეწესრიგებინა და ამ პირობას ვასრულებთ კიდეც. ამჟამად, ექვს ასეთ ობიექტზე ვაწარმოებთ გზის კეთილმოწყობას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას, სხვა შემთხვევაში, გზის საფარი დაზიანებისაგან დაცული ვერ იქნება. ამ ობიექტზეც დაგვხვდა ასფალტგადაგებული ხუთი ჭა, რომლის მოწესრიგებაზეც შემსრულებელმა კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა“, - განუცხადა ადგილობრივებს ბექა მიქაუტაძემ. გამგებელი კიდევ ერთი მიმდინარე პროექტს გაეცნო. პეკინის N17ა-ში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. შეხვედრას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რადგან სანიაღვრე სისტემის მოწყობის პარალელურად, აქ უბანში მთლიანად იცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა. პროექტის დასრულების შემდეგ, ამ ქუჩაზე არსებულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მტკივნეული პრობლემა მოგვარდება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)