|
2025-03-17 10:41:43, 508 ნახვა
მსოფლიო
The Times - კირ სტარმერი მზადაა, ბრიტანული ჯარები უკრაინაში წლების განმავლობაში განათავსოს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მზადაა, უკრაინაში წლების განმავლობაში ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი განათავსოს, რათა შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტა და შეაჩეროს რუსეთის მორიგი შეჭრა, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ - მინისტრი მზადაა, აიღოს ვალდებულება, რომ განათავსოს ბრიტანული ჯარები დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობის შესანარჩუნებლად „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“. ამასთან, კირ სტარმერი არ აკონკრეტებს, ექნებათ თუ არა სამშვიდობო ძალებს უფლება, თავდასხმის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან რუს ჯარისკაცებს. „ჩართულობის წესები“ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განიხილება. გამოცემის ცნობით, 20 მარტს, ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგების დეტალებს განიხილავენ. The Times-ი წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, თურქეთი, კანადა და ავსტრალია, უკრაინაში 30 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს. სხვა ქვეყნები მზად არიან, იარაღითა და ლოჯისტიკით დაეხმარონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)