|
2025-03-16 14:02:46, 762 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა აშშ-ს იემენელ ჰუსიტებზე იერიშების შეწყვეტისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა
რუსეთმა აშშ-ს იემენელ ჰუსიტებზე იერიშების შეწყვეტისკენ და მხარეებთან დიალოგისკენ მოუწოდა. ინფორმაცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული მოწოდება საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას გაახმოვანა. ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით 15 მარტს ისაუბრეს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუბიომ საუბრისას ლავროვს აშშ-ს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა, განეხორციელებინა საჰაერო იერიში ჰუსიტების დაჯგუფების წინააღმდეგ იემენში. "სერგეი ლავროვმა, ამერიკის წარმომადგენლის არგუმენტების საპასუხოდ, ხაზი გაუსვა ყოველი მხარის მიერ ძალის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საჭიროებასა და პოლიტიკური დიალოგის დაწყების მნიშვნელობას, რათა მოინახოს გამოსავალი, რომელიც შემდგომი სისხლისღვრის პრევენციას მოახდენს". - წერია პრესრელიზში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)