|
2025-03-15 16:44:06, 1025 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართა - მშვიდობა ევროპაში უკრაინის გარეშე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. „რას ითხოვს უნგრელი ერი ბრიუსელისგან? – მშვიდობა, თავისუფლება და ერთობა“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ევროკავშირის მიმართ ორბანს 12 მოთხოვნა აქვს წაყენებული, რომელთა შორისაა: წევრი სახელმწიფოების თანასწორობა, ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა, სოროსის აგენტები და კორუმპირებული ლობისტები გაძევება, ევროკავშირი უკრაინის გარეშე და ასე შემდეგ. „ჩვენ მოვითხოვთ ერების ევროპას; მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის; აღადგინეთ კომპეტენციები, რომლებიც ერებს უკანონოდ წაართვეს; ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის; გააძევეთ სოროსის აგენტები კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტები პარლამენტიდან; ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხარით კავშირის ვალი; ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას საზღვრების დაცვაში. ნუ შემოიყვანთ მიგრანტებს და გააძევეთ ისინი, ვინც უკანონოდ ჩამოვიდნენ; კორუმპირებული დოლარები და ევროები არ უნდა შედიოდეს წევრ სახელმწიფოებში; აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი გადამზადება; დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა; ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობას ევროპაში; კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე. თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)