|
2025-03-15 11:59:13, 713 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი - ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ითამაშოს
ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს. კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების სრული უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი“, - განაცხადა კირ სტარმერმა. ცნობისთვის, დღეს, კირ სტარმერი ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას 25-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კირ სტარმერი შეხვედრაზე ლიდერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)