|
2025-03-15 10:33:16, 605 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიომ აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
აშშ-მ სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს „აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი ჩვენს ქვეყანაში სასურველი აღარ არის. ებრაჰიმ რასული პოლიტიკოსია, რომელიც რასიზმის [ენას] იყენებს და აშშ-ის პრეზიდენტი სძულს. ჩვენ მასთან განსახილველი არაფერი გვაქვს და ამიტომ ის „პერსონა ნონ გრატად“ განიხილება“, - წერს მარკო რუბიო X-ზე. ცნობისთვის, პარასკევს, აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩმა, ებრაჰიმ რასულმა სამხრეთ აფრიკის მაპუნგუბვეს ინსტიტუტში ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. „ის, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს, არის თავდასხმა მოქმედ ხელისუფლებაზე, მათზე, ვინც ხელისუფლებაშია, სხვადასხვა ჯგუფების უპირატესობის იდეის მობილიზებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)