|
2025-03-14 17:00:57, 568 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო სომხეთის და აზერბაიჯანის შეთანხმებაზე - ეს არის შესაძლებლობა გადაშალონ ახალი ფურცელი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას გამოეხმაურა. "ამერიკის შეერთებული შტატები აქებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, გადაშალონ ახალი ფურცელი ათწლეულების კონფლიქტზე, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი სამყაროსთვის". - წერია განცხადებაში. რუბიოს თქმით, ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიკაციის დროა "სამხრეთ კავკასიის ხალხისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქის დაწყების დროა". - აცხადებს რუბიო. 13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)