23:15 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 14:04:42, 486 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა- აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა არ შეიცვლება, ურთიერთობის გადატვირთვის გზა მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და რომ აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ შეიცვლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი გზა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში, ორივე პალატაში, ორივე პარტიაში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის მიმართ არ შეიცვლება, არ შეიცვლება არც სანქციების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან არის ახალი საპარლამენტო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ურთიერთობის გადატვირთვის აშშ-სთან გზა მხოლოდ ეს არის“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics