06:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 09:18:36, 581 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს“, - აცხადებს სობიანინი.

მისივე ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი დრონი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილს დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics