|
2025-03-13 20:56:31, 779 ნახვა
სამართალი
სტუდია მონიტორი - პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს უძრავი ქონება დაუყადაღა
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. Group-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონება დაუყადაღა. პროკურატურამ საჯარო რეესტრს ქოლ-ცენტრის თანამშრომლების უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით, ორგანიზაციის ცნობით, დღეს, 13 მარტს მიმართა. ქოლ-ცენტრის შესახებ გამოძიებაზე ჟურნალისტური საგამოძიებო საერთაშორისო ორგანიზაცია OCCRP (Organized Crime and Corruption Reporting Project) და პარტნიორი ქართული ორგანიზაციები - სტუდია მონიტორი, ფლანგვის დეტექტორი, აი ფაქტი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) და 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაციის ჟურნალისტები მუშაობდნენ, ხოლო გამოძიება შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთ-ერთი წყაროს მიერ მოწოდებულ მასალაზე არის დაფუძნებული. სტუდია მონიტორის ინფორმაციით, დაყადაღებულია: ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის, აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება; A.K. ჯგუფის რეგისტრირებული დირექტორისა და მფლობელის, მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს სხვა პირზე გადააფორმა; მარიამ ჩარჩიანის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში; ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში; თახირ სულანოვის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში. ცნობისთვის, აღნიშნულმა ქოლ-ცენტრმა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე 6100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და დაახლოებით 35.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. გამოძიების თანახმად, ქოლ-ცენტრის ოპერატორები ევროპის, კანადისა და ისრაელის მცხოვრებლებს ძარცვავდნენ, ხშირ შემთხვევაში - ასაკოვან პირებს. 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია, მათ შორის, OCCRP და ქართული ორგანიზაციები თაღლითური ქოლ-ცენტრის გამოსააშკარავებლად 2 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მონაცემები თავდაპირველად ანონიმურმა წყარომ შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)