|
2025-03-13 17:19:41, 590 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ავიაციამ დამასკო დაბომბა - არიან დაღუპულები
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქი დამასკო დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ორგანიზაცია „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ შენობები გახდა. ისრაელის სამხედროების მტკიცებით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ დაგეგმა და განახორციელა ტერორისტული საქმიანობა სამეთაურო ცენტრებიდან. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამასოს გარეუბანში „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის, ზიად ნახალეს სახლიც დაიბომბა, თუმცა სახლში არავინ იმყოფებოდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისლამურ ტერორიზმს არ ექნება იმუნიტეტი დამასკოში და არც სხვაგან. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტული საქმიანობის ორგანიზება სადაც არ უნდა მოხდეს, სირიის ისლამისტი ლიდერი ალ-ჯულანი ყველგან ნახავს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)