|
2025-03-13 16:22:30, 617 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტია - მივმართავთ ,,ქართული ოცნებას“ სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნებას“, „სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი“. აღნიშნულის შესახებ გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს და საუბრობს საკუთარ ინიციატივაზე, რითაც, მათი თქმით, ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვაა შესაძლებელი. როგორც პარტიაში აცხადებენ, საჭიროა საწარმოს „რე-ნაციონალიზაცია“, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. „უკვე წლებია, ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას - გასცემს დაპირებებს, რომლებიც რეალურად არ სრულდება. მაღაროელების შრომითი პირობები, ანაზღაურება და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მუდმივი სპეკულაციის საგნადაა ქცეული, ხოლო სოფელ შუქრუთის დაზარალებული ოჯახები დღემდე მოუგვარებელი პრობლემების წინაშე დგანან. წარსულში ჭიათურის საბადოს გაუმჭვირვალე პრივატიზაციამ, შემდგომ კი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის სავარაუდო კორუფციულმა გარიგებებმა არათუ უზრუნველყო რეალური მიზნის მიღწევა, არამედ, შექმნა ადგილობრივი ფეოდალების კასტა. შედეგად, საწარმოს ფუნქციონირებიდან მიღებული სარგებელი მხოლოდ მცირე ჯგუფის კეთილდღეობას მოხმარდა. დღეს, ეს ქაოტური მმართველობა სრულ ჩიხშია მოქცეული – ჭიათურის მაღაროები გაჩერებულია, ხოლო დასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ეს კრიზისი, ეხება არა მხოლოდ ჭიათურელ მაღაროელებს, არამედ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ათასობით დასაქმებულსაც. თუ მდგომარეობა დროულად არ მოგვარდა, ზესტაფონის საწარმოს მუშაობა შეიძლება საბოლოოდ შეჩერდეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს სოციალური პრობლემებს მთელს რეგიონში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად სოლიდარულია ჭიათურელების სამართლიანი პროტესტის მიმართ. 2024 წლის დასაწყისში, ჩვენმა პარტიამ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას, გამოეძიებინა, რატომ ვერ შესრულდა ის მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დაიწყო საწარმოს მართვა. ჩვენ ასევე უკვე წლებია ვსაუბრობთ საწარმოს „რე-ნაციონალიზაციის“ აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. აღნიშნული ინიციატივა ასახულია პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც. დღეს კი, უკვე ვხედავთ, რომ სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჭიათურის მოსახლეობის, არამედ მთელი რეგიონის სოციალურ სტაბილურობას“,- ნათქვამია განაცხადებაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)