|
2025-03-13 09:13:25, 579 ნახვა
მსოფლიო
სებასტიან ლეკორნუ - ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინის საკითხზე ძალიან ფართო კონსენსუსი ჩნდება
ძალიან ფართო კონსენსუსი ჩნდება, რომ უკრაინის უსაფრთხოების პირველი გარანტია, ცხადია, თავად უკრაინის არმიაა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის საქმეთა მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პარიზში ხუთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩნდება სიტყვა "დემილიტარიზაცია", მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, გრძელვადიანი უსაფრთხოების რეალური გარანტია იქნება ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ უკრაინის არმიას", - დასძინა სებასტიან ლეკორნუმ. მისი თქმით, გენერალური შტაბის უფროსებმა დაიწყეს ვარიანტების შემუშავება, რათა წარუდგინონ პოლიტიკურ ლიდერებს მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ან თუნდაც ცეცხლის შეწყვეტისთვის. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით თხუთმეტმა ქვეყანამ გამოავლინა ინტერესი ამ პროცესის გაგრძელების მიმართ. შეგახსენებთ, ხუთი ევროპული ქვეყნის - საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის - თავდაცვის მინისტრებმა გუშინ პარიზში ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის დახმარების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)