|
2025-03-12 19:06:11, 577 ნახვა
მსოფლიო
კანადა დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს
აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე. ამის შესახებ განცხადება კანადის ფინანსთა მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა გაავრცელა. “ვაცხადებ, რომ კანადის მთავრობა დოლარი-დოლარისთვის მიდგომით, ხვალ, 2025 წლის 13 მარტს, 12:01 საათიდან დააწესებს საპასუხო ტარიფებს შეერთებული შტატებიდან დამატებით 29.8 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტზე. ეს მოიცავს 12.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფოლადის პროდუქციას და 3 მილიარდი აშშ დოლარის ალუმინის პროდუქციას, ასევე, დამატებით 14.2 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტირებულ ამერიკულ საქონელს, რაც ჯამში 29.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოდის. დამატებით საქონელს, რომელსაც საპასუხო ტარიფები შეეხება, მოიცავს კომპიუტერებს, სპორტულ აღჭურვილობასა და თუჯის პროდუქციას”, - განაცხადა ლებლანმა. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 25%-იანი ტარიფები კანადიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)