|
2025-03-12 14:56:21, 418 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ამერიკული მხარე უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს ამ დღეებში შეგვატყობინებს
ამერიკული მხარე, ამ დღეებში, უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს შეგვატყობინებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ამ დღეებში ამერიკელებთან კონტაქტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ როგორც გუშინ ჯიდაში ითქვა, სახელმწიფო მდივანი რუბიო და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში უოლცი ამ დღეებში სხვადასხვა არხებით შეგვატყობინებენ მოლაპარაკებების დეტალებსა და მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა პესკოვმა. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხში მოვლენებს წინ გაუსწროს. „თქვენ მოვლენებს ცოტათი წინ უსწრებთ, ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. პირველ რიგში, აშშ-დან ინფორმაცია უნდა მივიღოთ. ჩვენ ჯიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვსწავლობთ და ერთობლივი განცხადების ტექსტს ვეცნობით“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)